თარგმანი: ვინაჲთგან ყოველნი მოსწყდეს შეცოდებითა და განცხოველდეს ქრისტეს მიერ, ამიერითგან არცა ერთისაღა ვისდა ჯერ-არს ჴორციელად ცხორებაჲ, ესე იგი არს ძუელისაებრ მოქალაქობისა და შეცოდებისა; რამეთუ ცოდვასა შინა ყოფაჲ სიკუდილი არს და არა ცხორებაჲ. არამედ აწინდელნი ესე ქრისტეს მიერ ცხოვნებულნი სულიერად ცხონდებიან; არა ჴორციულად მოქალაქობენ მიერითგან, ვინაჲთგან აღმოიშვნეს ნათლისღებითა, ვინაჲცა ახალი აქუს ცხორებაჲ და არა ძუელი.
2 კორინთელთა მიმართ 5:16
15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ.17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5