მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:18

17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ (5,18).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ზემო თქუმულნი ესე ნიჭნი ყოველნივე ღმრთისა მიერ მამისა მოცემულ არიან ჩუენდა, რომელმან-იგი შუვამდგომელობითა ძისაჲთა დამიგნა თავსა თჳსსა, რამეთუ არა ჩუენ მივრბიოდეთ მისსა, არამედ მან თავადმან მიმიზიდნა ჩუენ, ჩუენთჳს სიკუდიდ განცემითა ძისა თჳსისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის