თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელიცა ქრისტეს მიერ ცხოველ არს, ესე იგი არს სარწმუნოებითა მისითა ესევითარი იგი ახალ დაბადებულ არს, რამეთუ ახლად მოქალაქობად იჩინა, ვითარცა ზეგარდამო შობილი სულისა მიერ, რაჲთა შემდგომად ნათლისღებისა არღარა ცოდვასა შინა იქცეოდის, არამედ სულიერად და სათნოდ მოქალაქობდეს.
2 კორინთელთა მიმართ 5:17
...თჳს“** (). რადგან მან ჩვენში დიდი გარდაქმნა აღასრულა, საქმეთა ცვლილება და გარდატეხა. ამ გარდაქმნას ცხადყოფდა პავლეც, როცა ამბობდა: „არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული“ (). ამიტომაც დასაწყისში ასე არ ამბობს: „თქვა ჩემმა გულმა“. რადგან ნათქვამში არაფერი იყო მხოლოდ ადამიანური; მას ზეციური და სულიერი უნდა გადმოეცა არა საკუთარი გამოგონებიდან, არამედ საღვთო მოქმედებიდან. ამას „აღმოთქმის“ სახელით აჩვენებს.
რადგან აღმოთქმა ჩვენი სურვილისამებრ არ ხდება; სიტყვას კი მაშინ წარმოვთქვამთ, როცა გვსურს — ვამბობთ კიდეც და ვიკავებთ კიდეც — ხოლო აღმოთქმა ასე არ არის. ამრიგად, რათა ეჩვენებინა, რომ ნათქვამი ადამიანური მცდელობის საქმე კი არ არის, არამედ საღვთო შთაბერვისა, რომელიც მას ამოძრავებს, წინასწარმეტყველებას აღმოთქმა უწოდა. რადგან როგორც აღმოთქმისას მომხდარი საკვების თვისებაზეა დამოკიდებული, ასევეა სულიერი მოძღვრების შემთხ...
...ოგორც ამბობს, „დაგიდებთ თქვენ აღთქმას ახალს“ ()1. ქმნილება: როგორც ამბობს, „რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული“ (). ადამიანი: როგორც ამბობს, „განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი“ () და „შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა“ (). ამრიგად, ახალი ცხოვრების გამო და ყოველივე დანარჩენის გამოც აღთქმას ახალი ეწოდება, და წინასწარმეტყველი ახლა მოგვიწოდებს, ამ აღთქმის ახალი საგალობელი ვიგალობოთ. ისტორიული აზრით კი ეს არის ნათელი და სახელოვანი საგალობელი, რომელსაც გამარჯვებებზე, წარმატებებსა და ძლევის ნიშნებზე უნდა გალობდნენ. „მისი დიდება წმიდათა კრებულში“ ().
ხედავ, როგორ ეძებს სი...