მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:12

11. ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული.12. ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში.13. თანაბარი ნაცვლისგებისთვის მოგმართავთ, როგორც შვილებს: თქვენც განივრცენით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
12. ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა შეიწრებულ ხართ ჩუენ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა (6,12).:

თარგმანი: ამას ადგილსა სიმშჳდით ამხილებს, ვითარმედ: არა შესწორებულად ამისისა სიყუარულისა უყუარდა მათ იგი; ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ არა სრულიად გძაგ და განგიშორებიე, არამედ გაქუს სიყუარული ჩემი თქუენ შორის, არამედ არა ფართოებითვე; რამეთუ, უკუეთუ ეგოდენი ეგე სიმრავლე ერთა და ქალაქისაჲ შეუიწრებელად დამიტევიეთ ჩემ შორის ფრიადითა ფართოებითა, არა სადმე ჩემისა სიდიდისაგან არს იწროებით ქონებაჲ ეგე ჩემი თქუენ შორის, არამედ იწროებისაგან და სულმოკლებისა გონებათა თქუენთაჲსა. რამეთუ ესევე არს სიტყუაჲ იგი, რომელ სხუასა ადგილსა ეტყჳს, ვითარმედ: "რაოდენ უფროჲს მიყუართ, თქუენ უმცირეს გიყუარ მე".

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ყოველნი შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა (6,12).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მრავალნი თქუენ თანა მყოფნი არა კეთილსა გასწავლიან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის