თარგმანი: დაღაცათუ არა სწორ არს შეყუარებაჲ პირველად შემყუარებელისა მისისაჲ, რამეთუ მეორედობითა და უკუანაჲსკნელობითა დაკლებულ იქმნების სწორებისაგან, გარნა მე არასვე გამოვიწულილავო ამათ პირთათჳს, — იტყჳს მოციქული, — თჳნიერ ამას ოდენ, რაჲთა ვითარცა შვილთა მამისაგან, ჩემგან მიიღოთ დასაბამი ამის საქმისაჲ, და სასყიდლად შეუიწრებელისა ამის ფართოებით სიყუარულისა ჩემისა გაჰვრცნეთ თქუენცა ფართოებით სიყუარულად და დატევნად ჩემ ერთისა, მრავალთა ჩემ შორის დამტევნელისა.
2 კორინთელთა მიმართ 6:13
12. ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში.13. თანაბარი ნაცვლისგებისთვის მოგმართავთ, როგორც შვილებს: თქვენც განივრცენით.14. ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?
2 კორინთელთა მიმართ თავი 6