მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:7

6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სიყუარულითა შეუორგულებელითა, სიტყჳთ ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა (6,6-7).:

თარგმანი: ესე არს მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ და მომატყუებელი ნიჭსა სულისა წმიდისასა, რაჲთა შეუორგულებელი სიყუარული მოიგოს კაცმან ღმრთისა მიმართ და მოყუსისა. ხოლო სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ არს ყოვლად განყოფილი ცრუმოციქულთა მათგან და ცრუმოძღუართა, რაჲთა არარას ზაკუვასა შეჰრევდეს სიტყუასა ღმრთისასა, რაჲთამცა სხუასა იტყოდა პირითა და სხუაჲ აქუნდა გულსა, ანუ საქმენი მისნი არა ეწამებოდინ სიტყუათა მისთა, ანუ ცვალებასა თანა ჟამთასა სცვალებდეს სიტყუათაცა მოძღურებისათა. ამის ყოვლისა ბიწისაგან თავისუფალ ყოფაჲ ვერვინაჲთ სხჳთ წარმართებად ქადაგა მოციქულმან თჳნიერ ძალითა ღმრთისაჲთა, განმაძლიერებელითა უძლურებისა ჩუენისაითა, რამეთუ მარადის ყოვლისა კეთილისა სრულებასა მას მიაჩემებს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის