მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:8

7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი.9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი;
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა მაცთურნი, და ჭეშმარიტნი; ვითარცა უცნაურნი, და საცნაურნი (6,8-9).:

თარგმანი: ესეცა მათვე მარჯუენეთა და მარცხენეთაგანნი არიან, რაჟამს მაცთურ სახელ-ედებოდის მაცხოვარსა სულთასა, და უცნაურ იწოდებოდის შესწავებული იგი კაცთა შორის, ვიეთგანმე ესრეთ, და ვიეთგანმე ესრეთ, ხოლო იგი ორსავე მარჯუენედ და საჭურველად სიმართლისა იჴუმევდეს; არცა მას ზედა აღზუავებითა, და არცა ამას შინა სულმოკლებითა; ესე იგი არიან ქებანი და გინებანი.

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ო, მით უმეტეს, როცა წარმართები არიან? ასე არ არის; რადგან დაუძრახავი ცხოვრების მქონეს ისინიც კი პატივს სცემენ. როგორ? — იტყვის ვინმე. მოისმინე, თავის თავზე როგორ ამბობს: „გმობითა და ქებითა“ (). რადგან მათ ცხოვრებას კი არ ეჭიდებოდნენ, არამედ ქადაგებას; ამიტომ ამბობს: „გმობითა“ (). ქადაგების გამო მათ ცილს სწამებდნენ, როგორც „მაცთურნი“ () და გრძნეულნი. ამასაც იმიტომ აკეთებდნენ, რომ მათი ცხოვრებიდან ვერაფერს ეჭიდებოდნენ. რადგან რატომ არავის უთქვამს მოციქულებზე, რომ მეძავნი, აღვირახსნილნი და მომხვეჭელნი იყვნენ, არამედ მხოლოდ „მაცთურნი“, რაც მარტო ქადაგებას ეხებოდა? განა არა იმიტომ, რომ დაუძრახავი ცხოვრება ჰქონდათ? ცხადია, ასეა.

ამგვარად ვიცხოვროთ ჩვენ...

სრულად ნახვა