თარგმანი: სიხარულ ტიტესსა იყო არა ცუდად გზავნაჲ მისი, არამედ განმართებაჲ ცთომილებისაჲ მის, რომლისა-იგი მხილებად მისრულ იყო, რომლისა მორჩილებითა განუსუენეს მათ სულსა მისსა, და დამტკიცნა ჭეშმარიტებაჲ მათთჳს თქუმულთა მოციქულისა მიერ სიტყუათა სიქადულისათაჲ, რომელნი-იგი საწამებელცა იყვნეს სათნოებისა მათისა და გამოსაჩინებელცა, ვითარმედ უყუარან მას იგინი.
13. ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით და უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რადგანაც ყველამ მოუფონეთ მის სულს.14. ამრიგად, თუკი თქვენს გამო რაიმე დავიქადე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ; არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გეუბნებოდით, ჭეშმარიტი აღმოჩნდა ჩვენი სიქადულიც ტიტეს მიმართ.15. თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თვითეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7