თარგმანი: მრავალი რაჲ მიეწერა მათდა მოციქულსა ტიტესთჳს საქებელად, რომელსა სახითა ამით დაამტკიცებს, ვითარმედ, ვითარცა ამისი ქებაჲ ჩემგან თქუენდა მიმართ ჭეშმარიტ იყო, ეგრეთვე თქუენთჳს სიქადული ჩემი ამისსა მიმართ ჭეშმარიტ იქმნა, და აწ ამას არღარა მცირედ რაჲმე უყუართ თქუენ, არამედ ფრიადითა წყალობითა ნაწლევთა მშობლებრ ლმობისაჲთა განმდიდრებულ არს თქუენდა მიმართ.
2 კორინთელთა მიმართ 7:15
14. ამრიგად, თუკი თქვენს გამო რაიმე დავიქადე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ; არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გეუბნებოდით, ჭეშმარიტი აღმოჩნდა ჩვენი სიქადულიც ტიტეს მიმართ.15. თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თვითეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი.16. ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7