მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:8

7. და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, - როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე.8. ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით.9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
8. ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით.
თავი ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე; რამეთუ დაღაცათუ შეგაწუხე6 თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, და თუმცა ვინანდი (7,7-8).:

თარგმანი: ესე იყო უფროჲსი სიხარული, რაჟამს სმენითა წარმატებისა მათისაჲთა დაავიწყდეს ჭირნი იგი განსაცდელთა მის ზედა მდებარეთანი. ვინაჲცა დაღაცათუმცა უმეტეს რაჲმე ზომისა ყოფილ იყო წიგნი იგი შეწუხებისაჲ მათდა მიმართ, და ღირსი სინანულისაჲ, არღარა ინანდა მოციქული, ვინაჲთგან ხედვიდა ნაყოფსა სიტყუათა თჳსთასა, რომელ არს განმართებაჲ ცთომილებისაჲ. გარნა არარას ჰყოფდა პავლე უმეტესსა ზომისასა და ღირსსა სინანულისასა, დაღაცათუ აწ ნუგეშინისცემისა მათისათჳს იტყჳს, ვითარმედ: მძიმე და შემაწუხებელ იყვნეს სიტყუანი მისნი მათდა მიმართ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის