თარგმანი: ფრიად რაჲმე სიბრძნით ჰყოფს, რამეთუ არა მხილებისა მიერ და სიფიცხისა იწყებს სწავლად, არამედ შესხმისა სიტყუათა მიერ წადიერ ჰყოფს მათ მოწყალებისა მიმართ, და მადლად ღმრთისა უწოდს მას, რამეთუ ჭეშმარიტად, ვითარცა მადლი კურნებათაჲ, ეგრეთვე ესეცა ღმრთისა მიერი მადლი არს, რაჲთა იყოს კაცი მოწყალე. ხოლო ამის ესევითარისა სათნოებისა სახედ მოართუამს ეკლესიათა, რომელ არიან შესაკრებელთა მაკედონიაჲსათა, რამეთუ არა ერთსა ვისმე მათგანსა, არამედ ზოგად ყოველთა აქებს ამის სათნოებისა წარმართებისათჳს.
2 კორინთელთა მიმართ 8:1
1. ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8