თარგმანი: უძლურებისათჳს გონებათა მათთაჲსა ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არა ესოდენსა გეტყჳ მიცემად, რაჲთა იგინი ფართოებით შუებულ ჰყვნეთ, ხოლო თქუენ ჭირსა სიგლახაკისასა მიეცნეთ, არამედ განსწორებით; ესე იგი არს, რომელი უმეტეს გაქუს საჭიროჲსა საჴმრისა, იგი მიეცით თითოეულმან". გარნა მაკედონელთა რაჲ აქებდა, ესრეთ თქუა, ვითარმედ: უფროჲს ძალისა მათისა მისცეს, არამედ შემდგომთა სიტყუათა მიერ ამათცა განუცხადებს, ვითარმედ: უმეტესიცა ძალისაჲ საძიებელ არს ქველისსაქმე.
2 კორინთელთა მიმართ 8:14
13. ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ - ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს.14. ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა.15. რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8