თარგმანი: წარმოუთხრა რასც მოწყალებისათჳს, რაოდენ ჯერიყო აწ ქებად იწყებს წარვლინებულთა მათ მსახურთა ამის საქმისათა, რაჲთა უეჭუელ და სარწმუნო ყვნეს იგინი წინაშე მათსა, რომელთა მიმართ მიივლინებოდეს შემკრებელად საჴმართა; და პირველად ტიტესთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს უფროჲს სარწმუნო არს, რამეთუ ღმრთივ აღძრულ არს. ხოლო ღმრთივ აღძრულობაჲ მისი ამით საცნაურ არს, რომელ დაღაცათუ ვედრებაჲ ჩემი მიითუალა, უპირატეს უკუე თჳთ წადიერ იყო და მოსწრაფე სარგებელსა თქუენსა; ამისთჳსცა ნებსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ". იხილე სიბრძნე სამ-სახისა ამის შესხმისაჲ: ღმრთისა საქმედ ქადაგა მისლვაჲ იგი ტიტესი, რაჲთა ღმერთსა ჰმადლობდენ; და თავისა თჳსისაჲ აუწყა მვედრებელობაჲ, რაჲთა უწყოდინ, ვითარმედ ღმრთისაცა და მოციქულისაცა ნებაჲ არს საქმესა მას შინა. ამისსა შემდგომად ტიტეს მიმართ სიყუარულად და სარწმუნოებად აღძრნა, ვითარმედ: ეგოდენ მოსწრაფე იყო სარგებელსა თქუენსა, რომელ არცაღა ვედრებაჲ ვისი ეჴმარებოდა.
2 კორინთელთა მიმართ 8:16
15. რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“.16. მადლობა ღმერთს, რომელმაც ასეთი სწრაფვა ჩაუნერგა ტიტეს გულს თქვენს მიმართ.17. რადგანაც არა მარტო შეიწყნარა თხოვნა, არამედ გულმოდგინებით აღძრული თავისი ნებით გამოეშურა თქვენსკენ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8