თარგმანი: რაისათჳს ტიტეს სახელსა დასწერს, ხოლო მისთანათა ამათსა — არა? — ცხად არს, რამეთუ იგი შესწავებულ იყო და მეცნიერ მათდა, რომელთა მიმართ მიავლენდა, ხოლო ესენი ჯერეთ არღა ეხილვნეს მათ; ვინაჲცა უსახელოდ აქებს ოდენ, რაჲთა სარწმუნო ყვნეს იგინი წინაშე მათსა და რაჲთა არავის აქუნდეს იჭჳ საჴმართა მიხუეჭისაჲ მათდა მიმართ. ამისთჳს აჰა კუალად სხუასა წარვლენილსა აქებს გამოცდილებითა მრავალსა შინა და მრავალგზის, რომელი-ესე სივრცე არს შესხმისაჲ; რაჟამს კაცი არა ერთგზის, არცა ერთისა მიერ, არამედ მრავალგზის და მრავალთა მიერ გამოცდილ იყოს; და არა ხოლო პირველითა თჳსითა მოსწრაფებითა, არამედ შემატებულითა და უფროჲსითა საქმედ წარმართებულ იყოს. ხოლო ამას მოსწრაფებასა ესე შესძენს, რაჟამს უეჭუელ იყოს, ვითარმედ არა ჴუებულ იქმნების სასოებისაგან მათდა მიმართისა, რომელთა მიმართ მიივლინების.
2 კორინთელთა მიმართ 8:22
21. რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც.22. მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი.23. ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8