მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:23

22. მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი.23. ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი.24. მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
23. ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გინა თუ ტიტესთჳს, საქმის ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა თანაშემწისა; გინა თუ ძმანი ჩუენნი მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი (8,23).:

თარგმანი: ვინაჲთგან თჳსად-თჳსად წამა სათნოებაჲ წარვლინებულთაჲ მათ, აწ ერთბამად შემოჰკრებს ქებასა მათსა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: "უკუეთუ ტიტესთჳს მკითხავთ, მაქუს თქუმად, ვითარმედ თანამოქმედი არს ჩემი და ზიარი ქადაგებასა შინა სარწმუნოებისა და ცხორებისა თქუენისასა; ხოლო უკუეთუ სხუათა მათთჳს, მის თანა წარმოვლინებულთა გნებავს სწავლად, მაქუს სიტყუად, ვითარმედ ძმანი არიან ჩუენნი, მოციქულად წარმოვლინებულნი ეკლესიათაგან, დიდებანი ქრისტესნი, რამეთუ კეთილთა მიერ საქმეთა თჳსისა მოქალაქობისათა სადიდებელ იქმნებიან ქრისტესა, რაჲთა რომელნი ხედვიდენ მათ, ადიდებდენ მამასა მათსა ზეცათასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის