თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "საქმით აჩუენეთ მივლინებულთა ამათ ზედა სიყუარული, რომელი გაქუს ჩუენდა მომართ", და ვითარმედ: "რაჲ-იგი ვიქადე ამათ მიმართ, თქუენთჳს არა ცუდ არს". ხოლო "წინაშე პირსა ეკლესიათასა" - ესე არს, ვითარმედ: "დიდებად ეკლესიათა მათ, რომელთა მიერ ესენი წარმოვლინებულ არიან, რამეთუ უკუეთუ ამათ პატივ-სცეთ, წარმომავლინებელთა ამათთადა პატივ-გიცემიეს". ხოლო არა იტყჳს "კაცთა", არამედ "ეკლესიათა", რაჲთა უპატიოსნეს ყოს სიტყუაჲ თჳსი და ღირს კრძალვისა უმეტესისა.
23. ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი.24. მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8