თარგმანი: ამათცა სიტყუათა მიერ შესხმისათა უმეტეს გულსმოდგინე ჰყოფს მათ საქმედ კეთილისა, რამეთუ წარმატებულებაჲ თქუა სიმდიდრისათჳს სათნოებათა მათთაჲსა, ვითარ-იგი უნაკლულო იყვნეს სარწმუნოებითა უფლისა მიმართ, სიტყჳთა სიბრძნისაჲთა და მეცნიერებითა შჯულთა საღმრთოთაჲთა და მოსწრაფებითა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა.
6. ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის.7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.8. ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8