თარგმანი: კუალად ზემო თქუმულთავე სიტყუათა კუალსა შეუდგს და სამთა სარგებელთა დასდებს ქველისსაქმისათა: პირველად, რამეთუ მიმღებელთა მათ ნაკლულევანებაჲ აღივსების, რომელთა წმიდად უწოდს, ვითარცა ქრისტესთჳს დაგლახაკებულთა. მეორედ, რამეთუ მხედველნი ამის საქმისანი არა ხოლო დიდებად ღმრთისა, არამედ ბაძვადცა და მსგავსებად კეთილისა მის აღიძრვიან. ხოლო მესამედ, რამეთუ უმეტესსა გამოცდილებასა მისცემს მსახურებაჲ ესე წმიდათაჲ მსახურთა მათთა, რაჲთა გამოცდილებით მიღებითა სარგებელისაჲთა უადვილესად და უგულსმოდგინესად იქმოდინ კეთილსა მას მოწყალებისასა.
2 კორინთელთა მიმართ 9:12
11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ ბადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.12. რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,13. რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც;
2 კორინთელთა მიმართ თავი 9