მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:3

2. რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი.3. ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ,4. რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
3. ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ,
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მიმავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს (9,3).:

თარგმანი: იხილე ყოველსავე შინა მზრუნველობაჲ პავლესი; არა ხოლო მიწერითა, არამედ მივლინებითაცა კაცთა თანაშემწეთაჲთა, რაჲთა არა ცუდ იქმნეს სიქადული მისი მათთჳს. ხოლო სიქადული იგი არა თუ სხუასა რასმე ზედა იყო, არამედ ამის ჯერისათჳს, ესე იგი არს მოწყალებისათჳს ოდენ, რაჲთა არა აღზუავნენ, ვითარცა სხუასაცა ყოველსავე ზედა საქებელნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის