თარგმანი: ზემო ნამეტავ იტყოდა მიწერასა ამის პირთათჳს, რამეთუ საქმით აღსრულებულად შეჰრაცხდა სიტყუასა მათსა, ხოლო აწ უმჯობესად შეჰრაცხა წინა-მივლინებაჲ ძმათაჲ, რაჲთა წინა-განმზადებითა წინა-განკრძალულებით არღარა ჰრცხუენოდის, არცა მას, რომელმან იქადა, არცა მათ, ვიეთთჳს იქადა; რამეთუ მაშინ არად საჴმარებითა მიწერისაჲთა ამას ეტყოდა, ვითარმედ "ყოვლად უნაკლულო მგონიხართ"; ხოლო აწ მივლინებითა ძმათაჲთა უმეტესსა წინა-მზრუნველობასა თჳსსა აჩუენებს და უნაკლულო ყოფასა მათსა დაამტკიცებს.
2 კორინთელთა მიმართ 9:5
4. რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.5. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.6. ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9