...ისმინეთ, რას ეუბნება დავითს მთელი ხალხი (ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ თავს დავითს ვადარებდე — ასეთი უგუნური როდი ვარ; არამედ მსურს ვაჩვენო ხალხის გულითადი სიყვარული წინამძღვრის მიმართ): „რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა." (). ხედავ, რაოდენი მოფრთხილებით ეპყრობოდნენ მოხუცს? ფრიად გთხოვთ თქვენს ლოცვებს; ნურავინ, როგორც ვთქვი, გადამეტებული თავმდაბლობით წამართმევს ამ თანადგომასა და დახმარებას. თუ ჩვენი საქმე კეთილად წარემართება, თქვენიც უფრო ბრწყინვალე იქნება; თუ ჩვენთან მოძღვრების ნაკადი უხვად მოვა, სიმდიდრე თქვენამდე გადავა. ისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა," (). ხედავ პავლეს, რომელიც განუწყვეტლივ ეძიებს ამ ლოცვებს? გესმის, რომ პეტრე ასე გამოიხსნა საპყრობილიდან, რადგან მისთვის გულმოდგინე ლოცვა აღევლინებოდა?...
2 მეფეთა 21:17
16. იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა.17. მაგრამ მიეშველა მას აბიშაი ცერუიას ძე, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა იგი. მაშინ დააფიცეს დავითი მისმა ხალხმა და უთხრეს: აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რომ ისრაელის ლამპარი არ ჩააქრო.18. ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. აქ სიბქა ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო.
2 მეფეთა თავი 21