1.გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო,2.იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო.3.ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,4.წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.5.ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?6.ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს.7.რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას.8.და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,9.მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით,10.ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.11.ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,12.და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.13.ხოლო ჩვენ გამუდმებით მადლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმანო, რადგანაც ღმერთმა სულის განწმენდითა და ჭეშმარიტების რწმენით დასაბამითვე ამოგირჩიათ სახსნელად.14.სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას.15.მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით.16.ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, -17.ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში.
„რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა" ().
1. საუკუნო სასჯელი და წმიდათა დიდება
ადამიანთა შორის მრავლად არიან ისეთნი, რომელთაც კეთილი სასოებანი ცოდვებისაგან თავშეკავებაზე კი არ აქვთ დამყარებული, არამედ იმ აზრზე, რომ გეენა, როგორც ითქმის, მეტად...
„ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ, რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ." ().
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ
როცა პირველ წერილში თქვა, რომ „ღამე და დღე უფროჲს და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა"...
ესე მიუწერა ჰრომით ამის მიზეზისათჳს, რამეთუ ვიეთნიმე თესალონიკლთაგანნი, უქმნი და უწესონი, მიმოვიდოდეს და ეტყოდეს ძმათა, ვითარმედ მოსლვაჲ უფლისაჲ ქმნილ არს და მეორედ არღარა იქმნების, და ეტყოდეს, ვითარმედ მოციქულიცა პავლჱ ესრეთვე იტყჳს და სულისა მიერ წმიდისა გუესმა ესე. და ესე ცნა მოციქულმან და მიუწერა ესე ებისტოლჱ.
პავლესი: ანუ აღმფოთნებით ნუცა სულითა, ნუცა სიტყჳთა, ნუცა გონებითა ამით, ვითარმცა ჩუენ მიერ (2,2).
...რადგან მაშინაც თესალონიკელთა შორის მრავალი წინასწარმეტყველებდა, რომლებზეც სხვაგანაც მიანიშნებს, როცა ამბობს: „რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ.“ (), ამიტომ, როცა თქვა: „სულსა ნუ დაავსებთ.“ (), დროულად დაუმატა შემდეგიც და თქვა: „წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ.“ ().ამრიგად, აქ ამის გაცხადება სურს: იმის გამო, რომ თქვენთან ზოგი ცრუწინასწარმეტყველია, ცრუწინასწარმეტყველთა გამო ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებსაც ნუ შეუშლით ხელს და ზურგს ნუ შეაქცევთ მათ; ნუ ჩააქრობთ მათ; ესე იგი, „წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ.“ ().
2. გამოცდა, ლოცვა და ძმური სიყვარული
ხედავ, რომ სწორედ ეს არის, რასაც ამბობს: „ყოველივე გამოიცადეთ“ ()?ვინაიდ...
2 თესალონიკელთა მიმართ 2:32 თესალონიკელთა მიმართ 2:8
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა მათ“ (24,24).:
...ა, რომლისათჳს იტყჳს პავლეცა მოციქული ესრეთ: „რაჟამს გამოჩნდესო კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი“. და მერმე იტყჳს: „მაშინ გამოჩნდესო უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა ტყუვილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუვისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის“. ამისთჳს უფალი განგუაკრძალებს და იტყჳს: „უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; ესერა საუნჯესა შინა არს, ნუ გრწამნ“ (24,26).
არა თქუა, თუ: მივედით, იხილეთ და ნუ გრწამნ, არამედ: ყოვლადვე ნუ მიეახლებითო, ნუცა მიხუალთ მისა, რამეთუ დიდ იყოს მაშინ საცთური სასწაულებითა მით და ნიშებითა ტყუვილისაჲთა.
„უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს“. გამოაცხადა ამით სიტყჳთა, თუ ვითარი ყოფად არს მოსლვაჲ მაცთურისაჲ მის: ერთსა ადგილსა სადმე უცნაურად, გარე...
...ყველიც ამბობს: „დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ“ (), იგივე აზრს პავლეც გამოთქვამს, როდესაც ამბობს: „რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა“ (). ამიტომ, რათა ამ სიტყვების მოსმენისას შენ მდაბალ აზრში არ ჩავარდე, იგი ღვთაების ძალას გიჩვენებს.რადგან არც ხორცს განყოფს ღვთაებისგან და არც ღვთაებას ხორცისგან; არსებებს კი არ აღრევს, ნუ იყოფინ, არამედ შეერთებას აჩვენებს.ამიტომ ამბობს: „ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე“ ().
რა სახისაა ეს კურთხევა?ანგელოზები, მთავარანგელოზები, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი და ხელმწიფებანი წარდგომილან და ქებას აღავლენენ; მთელი ქვეყანა, კიდიდან კიდემდე, ადიდებს, უგალობს და აქებს ხორცშესხმულ ღმერთს.რადგან პირველი ადამი აურაცხელი წყევლით აივსო, ეს კი, მის საპირის...