მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ნეშტთა 26:17

16. როცა გაძლიერდა ყუზიაჰუ, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე.17. მას მიჰყვა მღვდელი ყაზარიაჰუ უფლის მღვდლების, ოთხმოცი ვაჟკაცის თანხლებით.18. წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან.
2 ნეშტთა თავი 26
17. მას მიჰყვა მღვდელი ყაზარიაჰუ უფლის მღვდლების, ოთხმოცი ვაჟკაცის თანხლებით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...მაგრამ სამღვდელოებასა და იმას, თუ რამდენად დიდია მისი ღირსება, სხვა დროს განვაცხადებთ; ახლა კი ვიხილოთ მეფის, უფრო კი ტირანის, შეცოდების სიდიდე. „შევიდა ტაძრად უფლისა“ (); „და შევიდა მისა აზარია მღდელი“ (), მის უკან. განა ტყუილად ვამბობდი, რომ მღვდელი მეფეზე დიდია? რადგან აზარია მის უკან ისე კი არ შევიდა, თითქოს მეფე უნდა გაეძევებინა, არამედ ისე, თითქოს გაქცეული და უმადური მონა უნდა გაეძევებინა; ასეთი სიმკაცრით შევიდა, როგორც მამაცი ძაღლი, რომელიც უწმინდურ მხეცს დაესხმება, რათა იგი მეუფის სახლიდან გამოიყვანოს.

2.

ხედავ მღვდლის სულს, მრავალი კადნიერებითა და მაღალი სულისკვეთებით სავსეს? მან არც ხელისუფლების სიმძიმეს შეხედა, არც გაიაზრა, რა ძნელია სურვილით მთვრალი სულის შეკავება, არც სოლომონს მოუსმინა, რომელიც ამბობს: „მეფის მუქარა ლომის რისხვას ჰგავს“ ()...

სრულად ნახვა