მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ნეშტთა 26:18

17. მას მიჰყვა მღვდელი ყაზარიაჰუ უფლის მღვდლების, ოთხმოცი ვაჟკაცის თანხლებით.18. წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან.19. განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად, და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.
2 ნეშტთა თავი 26
18. წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ხოთ, რას ეუბნება მეფეს. შესვლა ხომ შეგვიძლია; და მეფის ხილვა, როცა მას მღვდელი ამხელს, მცირე სარგებელი როდია.

რას ამბობს მღვდელი? იგი ამბობს: „შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა“ (). მან მას მეფე არ უწოდა და არც ხელისუფლების სახელით მიმართა, რადგან ოზიამ თავადვე ჩამოიშორა ეს პატივი. ხედავ მღვდლის კადნიერებას? ახლა მისი სიმშვიდეც კარგად შეისწავლე. რადგან, როცა მხილებას ვაპირებთ, მხოლოდ კადნიერება კი არ გვჭირდება, არამედ სიმშვიდეც, და სიმშვიდე უფრო მეტად, ვიდრე კადნიერება. რადგან შემცოდენი ადამიანები არავის ისე არ აქცევენ ზურგს და არავინ ისე არ სძულთ, როგორც ის, ვინც მათ მხილებას აპირებს; და საბაბის მოპოვებაც სურთ, რომ განზე გადახტნენ და დატუქსვას გაექცნენ. ამიტომ საჭიროა მათი შეკავება სიმშვიდითა და ლმობიერებით. რადგან ასეთი კაცი არა მხოლოდ ხმის ამოღებით, არამედ მხოლოდ ხილვითაც მძიმე...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...საზღვრები გადალახა, მეფობის ზომას გადაახტა, მეფობისთვის კიდევ სხვა უფლებამოსილების დამატება სცადა და მბრძანებლური უფლებამოსილებით შევიდა ტაძარში, რადგან კმევა სურდა. მაშ, რა ქნა მღვდელმა? „შენ არ გაქვს უფლება, ოზია, აკმიო“ ()8. იხილე კადნიერება, მონობის არმცნობი სულისკვეთება, ზეცას შეხებული ენა, დაუმორჩილებელი თავისუფლება: სხეული ადამიანისა აქვს, სულისკვეთება კი ანგელოზისა; მიწაზე დადის და ზეცაში მოქალაქობს. მეფე დაინახა და პორფირი არ დაინახა; მეფე დაინახა და დიადემა არ დაინახა. ნუ მელაპარაკები მეფობაზე იქ, სადაც ურჯულოებაა. „შენ, მეფეო, არა გაქვს უფლება, წმიდათა წმიდაში აკმიო; საზღვრებს გადადიხარ, იმას ეძებ, რაც არ მოგცემია; ამიტომ იმასაც დაკარგავ, რაც მიიღე“. „შენ არ გაქვს კმევის უფლება, არამედ მღვდლებს აქვთ“.

„ეს შენი არ არის...

სრულად ნახვა