მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ნეშტთა 26:19

18. წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან.19. განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად, და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.20. მიიხედეს მისკენ ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და, აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას.
2 ნეშტთა თავი 26
19. განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად, და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ზე უფრო მძიმე სენის, განდევნა, ბოლოს თვით ღმერთმა მოუარა სნეულს. და რას აკეთებს? კეთრს მოუვლენს მის შუბლზე. რადგან, ამბობს, „და იქმნა, როცა მღვდელს დაემუქრა, კეთრი აღმოცენდა მის შუბლზე“ ()6. და ოზია უკვე გამოდიოდა. როგორც სიკვდილით დასასჯელად წაყვანილებს პირზე საბელი აქვთ, გამამტყუნებელი განაჩენის ნიშნად, ასევე ოზიაც შეურაცხყოფის ნიშანს შუბლზე ატარებდა: მას ჯალათები კი არ მიათრევდნენ, არამედ თვით კეთრი, ჯალათთა ნაცვლად, თავზე აწვებოდა და წინ უბიძგებდა.

შევიდა, რათა სამღვდელოება მიეღო, მაგრამ მეფობაც დაკარგა; შევიდა, რომ უფრო პატივდებული გამხდარიყო, და უფრო შებილწული გახდა. რადგან ამის შემდეგ ყოველ კერძო კაცზე უფრო უპატიო იყო, რადგან უწმინდური იყო. აი, ასეთი დიდი ბოროტებაა, როცა კაცი იმ საზღვრებში არ რჩება, რომლებიც ღმერთმა მოგვცა...

სრულად ნახვა