მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრეს წერილი 1:12

11. ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი.12. ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას.13. მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.
2 პეტრეს წერილი თავი 1
12. ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას.
თავი ა̂. ჩინებისათჳს სარწმუნოებისა და საქმეთა მიერ დამტკიცებისათჳს სათნოებათაჲსა სასოებითა საუკუნეთა მათ კეთილთაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა (1,12).:

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ვითარცა უქმებასა და უდებებასა შინა მყოფთა ამხილებს და ამით მწუხარე იქმნენ, ამისთჳს აქებს, ვითარმედ: არა ვითარცა შერყეულთა და უმეცართა, არამედ ვითარცა მეცნიერთა და მტკიცეთა მიმართ მივსწერ. ხოლო მოწევნულად ჭეშმარიტებად უწოდს ქადაგებასა ქრისტესსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის