თარგმანი: ესე ზემოჲსავე შემდგომი არს წარმოთქუმაჲ მიზეზსა ზედაჲს-ზედა სწავლისასა. ესე იგი არს, რამეთუ წინაჲსწარ უწყებულ იყო მისსა მოძღურისაგან მისისა ქრისტესსა ადრე განსლვაჲ მისი ჴორცთაგან, ვინაჲცა მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა მოსწრაფე იყო, რაჲთა მოკლებაჲ იგი ჟამთა თჳსთაჲ აღავსოს ზედაჲს-ზედაობითა დაუცხრომელ ყოფითა ქადაგებისაჲთა, რაჲთა შემდგომად მიცვალებისაცა ქადაგებდეს ამათითა მოჴსენებითა შორის მოწაფეთა თჳსთა, და ზოგად აღორძნდებოდეს სარგებელი მოწაფეთაჲ და სასყიდელი მოძღურისაჲ.
2 პეტრეს წერილი 1:13
12. ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას.13. მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.14. რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.
2 პეტრეს წერილი თავი 1