მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრეს წერილი 1:21

20. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.
2 პეტრეს წერილი თავი 1
21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.
თავი ბ̂. მცნებაჲ მოჴსენებად მოძღურებისა შემდგომად განსლვისა მისისა, და ვითარ-იგი თაბორს ესმა ჴმაჲ მამისაჲ ძისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაჲსწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების, რამეთუ არა ნებითა კაცთაჲთა მო-სადამე-იწია წინაჲსწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი (1,20-21).:

თარგმანი: ესე არს თარგმანი და ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ სულისა წმიდისა მიერ თქუმული პირითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა თავით თჳსით არა აიჴსნების, არცა გულისჴმა-იყოფების, არამედ ძუელისა მისგან შჯულისა განსწავლულთა უჴმს, რაჲთა მოუჴდენ სარწმუნოებასა ქრისტესსა და მას შინა იხილონ თარგმანებაჲ, და უფროჲსღა საქმით აღსრულებაჲ მათ მიერ თქუმულისაჲ და წინა-მოსწავებულისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის