თარგმანი: ესე არს თარგმანი და ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ სულისა წმიდისა მიერ თქუმული პირითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა თავით თჳსით არა აიჴსნების, არცა გულისჴმა-იყოფების, არამედ ძუელისა მისგან შჯულისა განსწავლულთა უჴმს, რაჲთა მოუჴდენ სარწმუნოებასა ქრისტესსა და მას შინა იხილონ თარგმანებაჲ, და უფროჲსღა საქმით აღსრულებაჲ მათ მიერ თქუმულისაჲ და წინა-მოსწავებულისაჲ.
2 პეტრეს წერილი 1:20
19. ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.20. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.
2 პეტრეს წერილი თავი 1