მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრეს წერილი 2:14

13. ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.14. მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.15. წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.
2 პეტრეს წერილი თავი 2
14. მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გულისთქუმაჲ იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღე შუებისაჲ. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანა-შეგცხრებიან. თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა, და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა; გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, შვილნი წყევისანი (2,13-14).:

თარგმანი: ესეცა სიმონიანთა საცთურნი წარმოთქუნა, რაჲთა განაყენნეს მათ თანა აღრევისაგან, რამეთუ განუცხადებს, ვითარმედ: არა სიყუარულისა მიზეზითა არს თქუენ თანა აღრევაჲ მათი, არამედ რაჲთა პოვონ ჟამი და აცთუნონ ვინმე საქმითა ბილწებისაჲთა. ამათთჳსვე პავლეცა იტყჳს მიმოსლვასა და სახლებსა შესლვასა, რაჲთა გამოტყუენნენ მიერ დედანი შეკრებულნი ცოდვითა. ვინაჲცა, ვითარცა გულითა ანგაჰრთა და გულისთქუმითა განფრდილთა, შვილ წყევისა სამართლად სახელ-ედების, ვითარცა ეკლისა და კუროჲსთავისა გამომღებელთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის