მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრეს წერილი 2:15

14. მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.15. წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.16. მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.
2 პეტრეს წერილი თავი 2
15. წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაუტევეს გზაჲ იგი წრფელი, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა. მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაჲსწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ (2,15-16).:

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ტრფიალებითა საჴმართ მოგებისაჲთა აიძულა ღმერთსა მისნობისა ჴელოვნებითა მომრეწელმან მან საჴმართამან ბალაამ შემდგომად ორ-გზის დაყენებისა კუალად წარსლვაჲ ბალაკისსა, რაჲთა შეიძინნეს მიერ საფასენი, რომლისთჳსცა არა ენება ღმერთსა და ჰრქუა, რაჲთა არა წარვიდეს. ხოლო შემდგომად იძულებისა მიუშუა წარსლვად, არამედ შეუკრა პირი, რაჲთა ვერ თქუას, რაჲ-იგი არა ჰნებავს ღმერთსა. და ვერცა თქუა, დაღაცათუ სამ-გზის იცვალა ადგილი, რამეთუ წინაჲსწარცა მგზავრ მხილებულ იყო კარაულისაგან პირუტყჳსა, რომელი ესრეთ ამხილებდა, ვითარმედ: უკუეთუ მე მივსდერკ გზისაგან წინადამთხუევისათჳს ანგელოზისა, ვითარ შენ არა შეიკდიმე სლვად გზასა, რომლისაგან გაყენებდა ღმერთი? ვინაჲცა ბოროტად მოკუდა მისანი იგი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის