თარგმანი: იგი არს წყარო ურწყულ, რომელსა არა აქუნდეს მის შორის მეტყუელად ცხოველი იგი სიტყუაჲ მამისაჲ, ღუარი საშუებელისაჲ მომდინარე მადიდებელად წარმართთა. ამისთჳს, ვითარცა ღრუბელნი ბნელისანი, ბნელსა საუკუნესა მიეცემიან, რამეთუ ვითარცა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა — ღრუბელ ნათლისა, ეგრეთვე ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ-მოძღუართა ღრუბელ ბნელისა სახელ-ედების, ვინაჲთგან არა ხოლო დრკუდ მეტყუელებისა, არამედ სილაღით მომზრახობისაცა საშჯელსა დაიმკჳდრებენ, ვითარცა მაცთუნებელნი მათნი, რომელნი ერთ-გზის ლტოლვილ იყვნენ ბოროტთა გულისთქუმათაგან, და რამეთუ ცოდვასა შინა მყოფთა წარჴსნილობასა თავისუფლება უწოდენ მონანი იგი ცოდვისა და ხრწნილებისანი. რამეთუ, რომლისაგან ვინმე ძლეულ იყოს რაჲსაცა ვნებათაგანისა, მონა მისსა სახელ-იდების.
2 პეტრეს წერილი 2:18
17. ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.18. ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.19. თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.
2 პეტრეს წერილი თავი 2