მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრეს წერილი 2:17

16. მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.17. ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.18. ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.
2 პეტრეს წერილი თავი 2
17. ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს, რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულისთქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან. თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ (2,17-19).:

თარგმანი: იგი არს წყარო ურწყულ, რომელსა არა აქუნდეს მის შორის მეტყუელად ცხოველი იგი სიტყუაჲ მამისაჲ, ღუარი საშუებელისაჲ მომდინარე მადიდებელად წარმართთა. ამისთჳს, ვითარცა ღრუბელნი ბნელისანი, ბნელსა საუკუნესა მიეცემიან, რამეთუ ვითარცა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა — ღრუბელ ნათლისა, ეგრეთვე ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ-მოძღუართა ღრუბელ ბნელისა სახელ-ედების, ვინაჲთგან არა ხოლო დრკუდ მეტყუელებისა, არამედ სილაღით მომზრახობისაცა საშჯელსა დაიმკჳდრებენ, ვითარცა მაცთუნებელნი მათნი, რომელნი ერთ-გზის ლტოლვილ იყვნენ ბოროტთა გულისთქუმათაგან, და რამეთუ ცოდვასა შინა მყოფთა წარჴსნილობასა თავისუფლება უწოდენ მონანი იგი ცოდვისა და ხრწნილებისანი. რამეთუ, რომლისაგან ვინმე ძლეულ იყოს რაჲსაცა ვნებათაგანისა, მონა მისსა სახელ-იდების.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის