მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრეს წერილი 3:11

10. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.11. მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,12. რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?
2 პეტრეს წერილი თავი 3
11. მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,
თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: აჰა ესერა საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა (3,1-2).

თარგმანი: თჳსსაცა მოაჴსენებს, ვითარმედ ორ-გზის მიწერითა ებისტოლისაჲთა უმეტესად ცხად ჰყოფს წადიერებასა, რომელი აქუს ცხორებისათჳს მათისა. და კუალად სხუათაცა მოციქულთა ქადაგებასა დაუმტკიცებს, ვითარმედ ყოვლად ერთ-ჴმა არიან წინა-მოსწავებასა თანა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთასა, და ესრეთ განაღჳძებენ კაცთა ჰრულისაგან უდებებისა მოქმედებად მცნებათა ქრისტეს მაცხოვრისათა.

მოციქულისაჲ: ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანასკნელთა დღეთა მეკიცხარნი გულისთქუმისაებრ თჳსისა მავალნი და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ (3,3-4).

თარგმანი: ესე სიტყუანი არიან ლამპეტიანელთა წვალებისანი, რომელთა-იგი სახელ-ედების მლოცავცა და გუელოსანცა, რამეთუ მრავალ-სახეობისაებრ საცთურისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის