თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ცანი იყვნეს ძუელადვე, და ქუეყანაჲ წყალთაგან შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. რამეთუ არა თუ ამისი ჰნებავს გამოჩინებაჲ მოციქულსა, ვითარმედ დაუბადებელ არიან ცანი, რაჲთა წინა-აღუდგეს მოსეს, რომელმან თქუა: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ, არამედ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ ცაჲ პირველ შექმნულ არს ნივთისაგან, რომელი მან მხოლომან უწყის დამბადებელმან მისმან, და ქუეყანაჲ შემდგომად მისსა შეიქმნა მითვე სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რომელმან შექმნა ყოველი. აწ უკუე, უკუეთუმცა დაუწყებელ და დაუბადებელ იყვნეს, ეგნეს-მცა დაუსრულებელადცა, სიტყჳსაებრ მწვალებელთაჲსა. ხოლო რომელთა დაწყება იყო არა-არსისაგან შექმნაჲ დამბადებელისა მიერ, მათი დასასრულიცა ყოფად არს დაჴსნითა და შეცვალებითა. ამისთჳს მიერ ცათაჲთ ქუეყანაჲ მაშინვე წარირღუნა წყლით-რღუნითა, და კუალად აწ იგივე ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა საღმრთოთა მსჯავრთა განგებისაჲთა დაუნჯებულ და დამარხულ არიან ცეცხლით განსალევნელ ყოფად დღესა მას სასჯელისასა. ამისთჳს, ვითარცა მაშინ წყლით-რღუნამან ქუეყანისამან მაშინდელნი იგი უღმრთონი კაცნი მოსრნა, ეგრეთვე მერმესა მას შეცვალებასა...
2 პეტრეს წერილი 3:7
6. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.7. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
2 პეტრეს წერილი თავი 3