თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ რომელ-იგი თქუენ დაყოვნებად და განგრძობად შეგირაცხიეს, ესე წინაშე უფლისა წამად ჟამისა შერაცხილ არს, რამეთუ ჩუენ წუთ ჟამისანი ვართ, ხოლო იგი დაუსაბამო არს და დაუსრულებელ; გარნა ეგრეთცა არავე ჰყოვნის, არცა გარდაჰვლის მისდა ხოლო საცნაურსა მას ჟამსა მოსლვისა მისისასა. ხოლო დროებაჲ ესე და სულგრძელებაჲ მისი ამისთჳს არს, რაჲთა არავინ უნაყოფოჲ მოეკუეთოს, არამედ ყოველთა მიეცეს ჟამი სინანულად მოსლვისა და ცოდვათაგან მოქცევისაჲ.
2 პეტრეს წერილი 3:8
7. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.
2 პეტრეს წერილი თავი 3