მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრეს წერილი 3:9

8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.10. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.
2 პეტრეს წერილი თავი 3
9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.
თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ, ვითარცა ათასი წელი, და ათასი წელი — ვითარცა ერთი დღე, არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულგრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ (3,8-9).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ რომელ-იგი თქუენ დაყოვნებად და განგრძობად შეგირაცხიეს, ესე წინაშე უფლისა წამად ჟამისა შერაცხილ არს, რამეთუ ჩუენ წუთ ჟამისანი ვართ, ხოლო იგი დაუსაბამო არს და დაუსრულებელ; გარნა ეგრეთცა არავე ჰყოვნის, არცა გარდაჰვლის მისდა ხოლო საცნაურსა მას ჟამსა მოსლვისა მისისასა. ხოლო დროებაჲ ესე და სულგრძელებაჲ მისი ამისთჳს არს, რაჲთა არავინ უნაყოფოჲ მოეკუეთო, არამედ ყოველთა მიეცეს ჟამი სინანულად მოსლვისა და ცოდვათაგან მოქცევისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის