მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 1:1

1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში:2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 1
1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში:
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა." ().

1. მადლი, რწმენის ზრდა და სიყვარული

ადამიანთა უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს და ხერხსაც იგონებს, რათა მთავრებთანაც და საკუთარ თავზე აღმატებულებთანაც რაიმე მადლი მოიპოვოს; ამას დიდ საქმედ მიიჩნევენ და თავს ნეტარად თვლიან, თუ საწადელს მიაღწევენ. ხოლო თუ ადამიანებთან მადლის მიღება ასეთი დიდი რამ არის, ღმერთთან მადლის პოვნა რამდენად დიდი იქნება? ამიტომაც ყოველთვის ამას აყენებს თავისი წერილის დასაწყისში და ამასვე მათთვის გამოითხოვს, რადგან იცის, რომ თუ ეს იქნება, შემდგომ აღარაფერი დარჩება სატანჯველთაგან, არამედ რაც კი მძიმე იქნება, ყოველივე განიხსნება. და რომ გაიგოთ: იოსები მონა იყო, ახალგაზრდა, გამოუცდელი, მოუმზადებელი; უეცრად მთელი სახლის...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. საუკუნო სასჯელი და წმიდათა დიდება:

...მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა“** (). რას ამბობ? ღმერთი განდიდდება? დიახ, ამბობს: „შორის წმიდათა მისთა“ (). როგორ? რადგან როდესაც დიდად გაამაყებულნი დაინახავენ მათ, ვისაც თვითონ გვემდნენ, შეურაცხყოფდნენ და დასცინოდნენ, მის ახლოს მყოფთ, ეს მის დიდებად იქცევა; უფრო სწორად, ეს მათი დიდებაცაა და მისიც: მისი დიდებაა ის, რომ ისინი არ მიატოვა, არამედ ბრწყინვალენი გამოაჩინა; მათი კი ის, რომ ასეთი პატივის ღირსნი გახდნენ. რამეთუ როგორც მისი სიმდიდრეა მორწმუნეთა არსებობა, ასევე მისი დიდებაა იმათი არსებობაც, რომლებიც მომავალში მისი სიკეთეებით ისარგებლებენ. კეთილის დიდებაა, ჰყავდეს ისინი, ვისაც კეთილმოქმედებას უწილადებს.

და ამბობს: „და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა“ ()....

სრულად ნახვა