მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 1:2

1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში:2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.3. მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 1
2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა." ().

1. მადლი, რწმენის ზრდა და სიყვარული

ადამიანთა უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს და ხერხსაც იგონებს, რათა მთავრებთანაც და საკუთარ თავზე აღმატებულებთანაც რაიმე მადლი მოიპოვოს; ამას დიდ საქმედ მიიჩნევენ და თავს ნეტარად თვლიან, თუ საწადელს მიაღწევენ. ხოლო თუ ადამიანებთან მადლის მიღება ასეთი დიდი რამ არის, ღმერთთან მადლის პოვნა რამდენად დიდი იქნება? ამიტომაც ყოველთვის ამას აყენებს თავისი წერილის დასაწყისში და ამასვე მათთვის გამოითხოვს, რადგან იცის, რომ თუ ეს იქნება, შემდგომ აღარაფერი დარჩება სატანჯველთაგან, არამედ რაც კი მძიმე იქნება, ყოველივე განიხსნება. და რომ გაიგოთ: იოსები მონა იყო, ახალგაზრდა, გამოუცდელი, მოუმზადებელი; უეცრად მთელი სახლის...

სრულად ნახვა
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ლი: ეს იყო ლოცვა და არა უბრალოდ მეგობრობის ნიშანი. ამით იწყებდა და ამითვე ამთავრებდა; ნათქვამს ორივე მხრიდან დიდ კედლებს ავლებდა, მტკიცე საძირკვლებს დებდა და დასასრულსაც მტკიცეს მოაყოლებდა. ამბობს: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“ (); და კვლავ: „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა.“ (). „ამინ.“ (). ეს უფალმაც აღუთქვა მოწაფეებს, როცა თქვა: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.“ (). მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენ გვსურს; რადგან იგი ყველა შემთხვევაში არ იქნება ჩვენთან, თუ საკუთარ თავს შორს გავიტანთ. ამბობს: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“ (). მაშ, ნუ განვდევნით მადლს....

სრულად ნახვა