მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:18

17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა. კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა. უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი. მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა; არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.“ ().

1. ცოცხალი სიტყვის სახე და მოღვაწეთა შეწევნა

საქმენი, რომელთა აღსრულებაც საჭირო იყო, მოწაფეს მხოლოდ წერილებით კი არ ასწავლიდა, არამედ უკვე სიტყვებითაც. ეს მან მრავალ ადგილას და სხვა წერილებშიც ცხადყო, როცა ამბობდა: „გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (); მით უმეტეს აქ. <span...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: მოეცინ უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ (1,18).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მამამან ძისა მიერ.

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უფლის შეწევნა მიტოვებულ მოციქულს:

...დოქსოლოგია. „კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას და ონესიფორეს სახლსა“ (). რადგან ის იქ, რომში იყო, როგორც ამბობს: „მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა“ (). მისი სახელის მოხსენიებით სახლეულებსაც უფრო გულმოდგინეებს ხდის ასეთ წარმატებულ ღვაწლში. ამბობს: „კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას“ (). ესენი არიან ისინი, ვისაც იგი ხშირად იხსენებს, ვისთანაც სტუმრადაც იყო და რომლებმაც აპოლოსი შეიწყნარეს. ქალს კი წინ აყენებს, როგორც მე მგონია, რადგან იგი უფრო მოშურნე და უფრო მორწმუნე იყო; მაშინ ხომ მანაც შეიწყნარა აპოლოსი; ანდა ამას უბრალოდ განსხვავების გარეშე აკეთებს. ეს მოხსენიება მათთვის მცირე ნუგეში არ იყო, არამედ პატივისა და სიყვარულის ნიშანს და დიდი მადლის ზიარებასაც შეიცავდა; რადგან იმ წმინდა და ნეტარი კაცის მხოლოდ მისალმებაც კი კმარა, რომ სახელით მო...

სრულად ნახვა