მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:2

1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე იესოში, -2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ, ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.“ ().

1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება

რატომღა სწერს ტიმოთეს მეორე ეპისტოლეს? თქვა: „ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა“ (); ეს არ აღსრულდა; ამიტომ წერილებით ანუგეშებს მას ხილვის ნაცვლად, რადგან, შესაძლოა, იმითაც იყო დამწუხრებული და იმითაც, რომ მაშინ უკვე მმართველობას მოჰკიდებოდა ხელი. რადგან, თუნდაც ვინმე დიდი კაცები იყვნენ, როცა ეკლესიის საჭესა და მართვას იკისრებენ, უცხო რამ ემართებათ: მრავალი მხრიდან საქმეთა მრავალ ტალღაში იძირებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქადაგების დასაწყისი იყო, როცა ყველაფერი მოუხნავი იყო, ყველაფერი მტრულად იდგა და ყველაფერი წინ ეღობებოდა. და მხოლოდ ეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის