მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:3

2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;4. შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება:

...ა მომდევნო სიტყვებს ქებით ამბობს.

„ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე, და მსურის ხილვაჲ შენი, - მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო“ (). ვმადლობ ღმერთს, რომ მახსოვხარ, ამბობს; ასე მიყვარხარ. ეს აღმატებული სიყვარულის საქმეა: როცა ვინმე მეგობრობითაც იმკობა იმის გამო, რომ ძლიერ უყვარს. „ვჰმადლობ ღმერთსა“ (), ამბობს, „რომელსა ვჰმსახურებ“ (). როგორ? „წმიდითა გონებითა“ () „დასაბამითგან“ (), რადგან მისი სინდისი დაზიანებული არ იყო. სხვაგვარად კი, აქ ცხოვრებაზე ამბობს, და ყველგან სინდისს ცხოვრებას უწოდებს. ა...

სრულად ნახვა