...). ესე იგი, თუნდაც შენ თვითონ დაითმინო ესენი, ნუ შეგრცხვება. რომ სწორედ ამას მიანიშნებდა, ზემოთ ნათქვამიდანაც ცხადია: მან ხომ თქვა, „რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ“ (); და კვლავ, შემდგომი სიტყვებიდანაც. „არამედ თანა-იჭირვოდე“ (), ამბობს; ესე იგი, უბრალოდ კი ნუ შეგრცხვება, არამედ განსაცდელშიც ნუ შეგრცხვება. და არ უთქვამს: „ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები“, არამედ უფრო მის გასამხნევებლად ამბობს: „ნუ შეგრცხვება“, თითქოს სხვა საფრთხე აღარ რჩებოდეს, თუ ვინმე სირცხვილს სძლევს. რადგან სირცხვილში მხოლოდ ეს არის მძიმე: მისგან დამარცხება. მაშ, ნუ შეგრცხვება, თუ მე, მკვდართა აღმდგინებელი, ურიცხვ ნიშანთა აღმსრულებელი და ქვეყნიერების შემომვლელი, ახლა შეკრული ვარ; რადგან ბოროტმოქმედივით კი არ ვარ კრული, არამედ ჯვარცმულის გამო.
თუ ჩემს მეუფეს ჯვარი არ შერცხვა, არც მე...