მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:14

13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.14. ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს.15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
14. ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს.
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სარწმუნო არს სიტყუაჲ, რამეთუ უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ. უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ. უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც. ამას მოაჴსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყჳთა ლალვისაჲთა არად საჴმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ.“ ().

1. ქრისტესთან თანასიკვდილი და სასუფევლის სასოება

უძლურთაგან მრავალი რწმენის შრომის წინაშე იღლება და სასოების გადადებასაც ვერ იტანს; აწმყოს კი ეძიებს და მის მიხედვით მომავალსაც სახეს აძლევს. რადგან აქაური ხვედრი სიკვდილი იყო, სატანჯველები და ბორკილები; თვითონ კი ამბობს, რომ საუკუნო ცხოვრებაში მივლენ, ამას ვინმე ვერ ირწმუნებდა და იტყოდა: რას ამბობ? როცა ვცოცხლობ, ვკვდები, და როცა მოვკვდები, ვცოცხლობ? ქვეყანაზე არაფერს მპირდები, ზეცაში კი მაძლევ? მცირეს არ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის