მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:15

14. ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს.15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს.16. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს სარწმუნოება და აღდგომის დაცვა:

...ოხდეს, იგი უბრალოდ კი არ ამბობს, სიტყვით ნუ იკამათებთო, არამედ, სიტყვას უფრო შემაძრწუნებელს ხდის და დაურთავს: „განსადრეკელად მსმენელთა მათ“.

„ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხჳნელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა.“ (). ყველგან ეს ურცხვენელობაა. რატომ იჩენს იგი ასეთ დიდ გულმოდგინებას სირცხვილის საკითხის მიმართ? რადგან მოსალოდნელი იყო, რომ ბევრს შერცხვენოდა თვით პავლეც, ვინაიდან იგი კარვების მკეთებელი იყო, და ქადაგებაც, რადგან მოძღვრები იღუპებოდნენ. რადგან ქრისტე ჯვარს ეცვა, ეს კაცი თავის მოკვეთას ელოდა, პეტრე თავდაყირა გააკრეს, და ეს ყოველივე მათ საძულველი და კადნიერი ადამიანებისგან დაითმინეს. რადგან ისინი იმარჯვებდნენ, პავლე ამბობს: ნუ შეგრცხვება; ესე იგი, ნუ შეგრცხვება არც ერთი საქმის კეთება, რაც ღვთისმოსაობას ეკუთვნის, თუნდაც მონად მსახურება დაგჭირდეს, თუნდაც რამე დაითმინო. მაგრამ როგორ ხდება ვინმე გამოცდილი?...

სრულად ნახვა