...ნუთუ არაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, ვინც ემხობა? მაგრამ, ამბობს იგი: „ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე“: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“ ().
3. მტკიცე საფუძველი და სინდისის სამსჯავრო
გვიჩვენებს, რომ დაცემამდეც არ იყვნენ მტკიცე; თორემ პირველივე შემოტევით არ დაემხობოდნენ, ისევე როგორც ადამი მცნებამდე მტკიცე იყო. რამეთუ მტკიცედ დამდგარნი მაცდურთაგან არა მხოლოდ არაფერს განიცდიან, არამედ აღფრთოვანებასაც იწვევენ. ამბობს: მტკიცეც და საფუძველიც. ასე უნდა ვიყოთ მიჭიდებულნი რწმენას. „აქუს ბეჭედი ესე“; „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ (). რა არის ეს? ეს მეორე რჯულიდან აიღო....