მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:18

17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა,18. ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს.19. მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
18. ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს სარწმუნოება და აღდგომის დაცვა:

...ვერ მიიღეს; ბოროტები კი არ ისჯებიან, მაშასადამე, კარგ დღეში ყოფილან ისინი, ვინც დიდ განცხრომაში არიან. უკეთესი იქნებოდა ეთქვათ, რომ აღდგომა არ არის, ვიდრე ის, რომ უკვე მოხდა.

და ამბობს: „და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა“ (). ყველასას კი არა, ზოგიერთებისას. რადგან თუ აღდგომა არ არის, რწმენის საქმეც გადაბრუნებულია; თუ აღდგომა არ არის, „უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს“ (), და „ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი“ (); ხოლო თუ არ აღდგა, არც იშვა და არც ცად ამაღლდა. ხედავ, როგორ ჩანს, თითქოს იგი მხოლოდ აღდგომის სიტყვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ თან ბევრი საშინელებაც მოითრევს? მაშ, რას ამბობს? ნუთუ არაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, ვინც ემხობა? მაგრამ, ამბობს იგი: **„ხოლო მტკიცე იგი საფუძვ...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ:

...). ამრიგად, მისული რომ ყოფილიყო, არაფრის დაწერა აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რადგან საკითხი გადადებული რჩებოდა, ამის გამო უმატებს ამ წერილს, როგორც ტიმოთეს მიმართაც ამბობს, რომ ზოგიერთნი „იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა" ().

ამას კი იმისთვის აკეთებდნენ, რომ მორწმუნეებს, რომელთაც აღარაფერი დიდი და ბრწყინვალე ექნებოდათ სასოებად, შრომათა წინაშე გული გასტეხოდათ. რადგან მათ სასოება ატარებდა და არ უშვებდა, რომ აწმყო გასაჭირს დამორჩილებოდნენ, ეშმაკმა, თითქოს რაღაც ღუზის გადაჭრა მოინდომაო, როცა ვერ შეძლო დაერწმუნებინა, რომ მომავალი საქმეები სიცრუე იყო, სხვა გზა აირჩია: წინ დააყენა რამდენიმე მავნებელი ადამიანი და ცდილობდა დაეცდუნებინა დამჯერენი, თითქოს იმ დიდმა და ბრწყინვალე საქმეებმა უკვე დასასრული მიიღო. მაშინ ისინი ამბობდნენ, აღდგომა უკვე იყოო; ახლა კი ამბობდნენ, რომ სამსჯავრო და ქრისტეს მოსვლა უკვე დადგა, რათა თვით ქრისტეც სიცრუის ქვეშ მოექციათ და, როცა დაარწმუნებდნენ, თითქოს ბოროტად მოქმედთათვის აღარ არსებობს არც საზღაური, არც სასამართლო, ა...

სრულად ნახვა