მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:10

9. მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ცრუმოძღვართა მოტყუება და დევნათა მაგალითი:

...დეგ გამოაშკარავდება და დაიღუპება. მაგრამ ჩვენი საქმეები ასეთი არ არის; ამის მოწამე შენ ხარ; რადგან ჩვენი საქმეები მოტყუებაზე არ არის დამყარებული. ვინ აირჩევდა მოტყუებისთვის სიკვდილსაც კი? შენ კი „შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა“ (). ამიტომ მტკიცე იყავი, რადგან უბრალოდ იქ არ ყოფილხარ, არამედ ზედმიწევნით მიჰყევი. აქ იმით, რომ ამბობს: „შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა“ (), აჩვენებს, რომ დიდი დრო გასულა. ეს სიტყვას ეხება. „ცხოვრების წესს“ — ეს ცხოვრებას ეხება. „განზრახვას“ — ეს გულმოდგინებასა და სულის განწყობას ეხება.

იგი ამბობს: ეს ისე არ იყო, რომ ამას ვამბობდი, მაგრამ არ ვასრულებდი, არც მხოლოდ სიტყვებში ვფილოსოფოსობდი. „რწმენას, სულგრძელებას.“ ამბობს: როგორ ვერაფერი ამათგან ვერ მაღელვებდა....

სრულად ნახვა