მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:14

13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული.15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთისმოსაობის გზა და წერილით გამტკიცება:

...იმორჩილებ, როცა ბუნების ძალადობასთან არ იბრძვი. „ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს; და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა" (). ეს რას ნიშნავს? როგორც დავით წინასწარმეტყველმა შეგვაგონა და თქვა: „ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა" (), ასევე ისიც გვაგონებს და ამბობს: „ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა" (). უბრალოდ „გისწავიეს" () კი არ უთქვამს, არამედ „გრწმენა"-ც (), ესე იგი, ირწმუნე. მერედა რა ვირწმუნე? რომ ეს არის სიცოცხლე. ამრიგად, თუნდაც აქ იმის საწინააღმდეგოს ხედავდე, რა...

სრულად ნახვა