მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:13

12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთისმოსაობის გზა და წერილით გამტკიცება:

...თუ იმ დროშიც იობი ამბობდა: „განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა" (), ახლა მით უფრო არა? ამბობს: „ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან" (). ნურაფერი შეგაძრწუნებს ამათგან, ამბობს: თუკი ისინი კეთილდღეობაში არიან, შენ კი განსაცდელებში, საქმის ბუნება ასეთია.

ჩემი მაგალითიდან შეგიძლია ისწავლო, რომ შეუძლებელია კაცი, რომელიც ბოროტებს ებრძვის, ჭირში არ იყოს. შეუძლებელია მოკრივე ფუფუნებაში იყოს; შეუძლებელია მოჭიდავე ნადიმობდეს. ამიტომ ნურცერთი მოღვაწე განსვენებას ნუ ეძიებს და ნურავინ ეძებს უდარდელ ყოფას. აწმყო კვლავ არის ბრძოლა, ომი, ჭირი, შევიწროება, განსაცდელის ადგილი, მოღვაწეობათა ასპარეზი. განსვენების დრო სხვაა; ეს კი ოფლისა და შრომის დროა. არავინ, ვინც სამოსი გაიხადა და ზეთი იცხო, განსვენებას არ ეძიებს....

სრულად ნახვა